LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ დაავადებებს ებრძვის ხახვი – გაეცანით მის სასარგებლო თვისებებს, რომელიც შესაძლოა აქამდე არ იცოდით

440
2026-09-07_22-29-32_251777

რატომ უნდა მივირთვათ ხახვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია მას?, – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი საინტერესო ინფორმაცია არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ხახვი ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია და მრავალი დაავადების სამკურნალო, ეფექტურ ბუნებრივ წამალსაც წარმოადგენს. ამას მისი შემადგენლობის თავისებურებები განაპირობებს.

„ხახვი, ისევე, როგორც ნიორი, მდიდარია გოგირდშემცველი ნაერთებით, რომელიც მას ანიჭებს მძაფრ არომატს და სასარგებლო ეფექტებს. ხახვი შეიცავს ალილ სულფიდების ფართო სპექტრს, სულფოქსიდებსა და პოლიფენოლებს. არსებობს დაავადებების რამოდენიმე ჯგუფი, რომლის დროსაც ხახვის გამოყენება მაქსიმალური სარგებელის მომტანია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა – ხახვში არსებული გოგირდის შენაერთებს ახასიათებს ანტიკოაგულანტური ეფექტი. ისევე, როგორც ნიორს, ხახვსაც გააჩნია ჰიპოლიპიდემიური თვისება (ქოლესტერინისა და თრიგლიცერიდების დონის დაქვეითება).

ძვალ-სახსროვანი სისტემა – ხახვი ზრდის ძვლის ქსოვილის სიმკვრივეს, ამიტომ იგი შეიძლება კლიმაქტერული ასაკის ქალებისთვის „არჩევით ბოსტნეულად“ იქცეს. ხახვის ყოველდღიური მიღებით მოტეხილობების რისკი ქვეითდება. გოგირდის შემცველი ნაერთების მაღალი კონცენტრაცია სასარგებლოა შემაერთებელი ქსოვილისთვისაც. ჰიალურონის მჟავის გარდა, ყველა გლიკოზამინოგლიკანი შეიცავს გოგირდს.

ანთება – ონიონინი – ხახვში არსებული უნიკალური გოგირდშემცველი ნაერთია. ის თრგუნავს არასასურველი, ანთებითი რეაქციის ინიციატორების აქტივობას. ანტიოქსიდანტ კვერცეტინსაც ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს.

კიბო – არაერთხელ დამტკიცდა, რომ ხახვის მიღება ამცირებს ზოგიერთი სახეობის კიბოს განვითარების რისკს.

ინფექციები – გოგირდის შემცველი ნაერთებისა და ფლავანოიდ კვერცეტინის გამო ხახვს გააჩნია მძლავრი ანტიბაქტერიული დამცველობითი უნარიც.

როგორ ვჭამოთ ხახვი? – ფლავანოიდები ხახვში კონცენტრირებულია ძირითადად გარეთა შრეებში. ამიტომ, მაქსიმალური სარგებელის მისაღებად, რაც შეიძლება ნაკლები, საჭმელად ვარგისი რბილობი უნდა მოვაშოროთ. ხახვი უნდა მომზადდეს ნელ ცეცხლზე, ასე კვერცეტინის დიდი ნაწილი გადადის წყალში, მაგრამ არ იშლება, ან მივიღოთ უმი სახით.

წყარო: mkurnali.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები