თემქაზე აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა. აფეთქება თემქის მესამე მიკრო რაიონის მეხუთე კვარტალში, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე მოხდა.
როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, დაშავებულია ერთი მამაკაცი, რომელიც უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადა მუშაობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად აივნის ნაწილი ჩამოინგრა.
ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ბუნებრივი აირის აფეთქებას ღია ცეცხლი არ გამოუწვევია.
