LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ ავტომობილს კამერის ფუნქცია დაუმატა – სისტემა მძღოლის მზერას აკვირდება

1289
ქირიას NEWS შაბლონი (2)

Toyota-მ დააპატენტა ტექნოლოგია, რომელიც ავტომობილს საშუალებას მისცემს, მძღოლის ნაცვლად გადაიღოს ის ობიექტები, რომლებსაც ადამიანი გზაზე აკვირდება. სისტემა მძღოლის მზერის მიმართულებას სალონში დამონტაჟებული კამერით განსაზღვრავს და შესაბამის მომენტში ავტომობილის გარე კამერებს ააქტიურებს.

სისტემა შეიქმნა იმისთვის, რომ მძღოლს გზაზე საინტერესო ობიექტის გადასაღებად სმარტფონის ხელში აღება აღარ დასჭირდეს. მაგალითად, თუ ავტომობილის მძღოლი ქუჩაში კლასიკურ ავტომობილს, საინტერესო შენობას ან უჩვეულო სანომრე ნიშნებს შეამჩნევს, მანქანას შეუძლია სწორედ ამ ობიექტის ფოტო გადაიღოს.

პატენტის მიხედვით, ფოტოს გადაღების ინიციირება შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებით ან სპეციალური ღილაკის გამოყენებით. ამასთან, სისტემას შეუძლია ავტომატურ რეჟიმშიც იმუშაოს – მძღოლს შეეძლება კონკრეტული ტიპის ობიექტების ამოცნობა და მათი ავტომატურად გადაღება დააყენოს.

Toyota-ს კონცეფცია მხოლოდ ერთი კამერით გადაღებით არ შემოიფარგლება. პატენტში აღწერილია რამდენიმე კამერის მიერ მიღებული გამოსახულებების გაერთიანების შესაძლებლობაც, მათ შორის სამგანზომილებიანი გამოსახულებების შესაქმნელად. ხელოვნური ინტელექტი კი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იმისთვის, რომ სისტემამ თავად განსაზღვროს, რომელი ობიექტები შეიძლება იყოს კონკრეტული მძღოლისთვის საინტერესო.

გადაღებული ფოტოები შესაძლოა ასევე კონკრეტულ ადგილთან იყოს დაკავშირებული და მოგვიანებით მძღოლის პირად მოწყობილობაზე გადაიგზავნოს. ამგვარად, ავტომობილი ერთდროულად კამერის, „ასისტენტის“ და ციფრული არქივის ფუნქციას შეასრულებს.

თუმცა, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ პატენტზე და Toyota-ს არ განუცხადებია, რომ ტექნოლოგიას აუცილებლად გამოიყენებს. შესაბამისად, უცნობია, როდის ან საერთოდ გამოჩნდება თუ არა ასეთი სისტემა კომპანიის მომავალ მოდელებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები