პოდკასტს „ყველაფერი ესთეტიკაზე” ექიმი, ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი, თაკო შანშიაშვილი სტუმრობდა.
ვიდეო: „პოპულარული Full Face ბოტოქსის პროცედურა იწვევს ფტოზს და დამბლას, მისი გამოყენება სასტიკად აკრძალულია…“ – ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი საზოგადოებას აფრთხილებს
ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი, თაკო შანშიაშვილი საზოგადოებას ურჩევს, არ ჩაიტარონ Full Face ბოტულინოტოქსინოთერაპია.
ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტმა თავის პრაქტიკიდან, რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა, რომელიც ტუჩის აუგმენტაციას ეხება:
„ტუჩის აუგმენტაციის დროს ითხოვენ უფრო დამატებას, კიდევ დამატებას, შეიძლება ერთ კვირაში მოვიდნენ და დაიმატონ მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირის განმავლობაში შეხორცება ხდება და სრულდება ამ დროში, ვეუბნები, რომ აცადეთ, ვნახოთ დაცხრეს, ფიქრობენ ხომ არ დავიცადო და მერე დავიმატო, მაგრამ არა, მაინც მოდიან მერე ერთ კვირაში… მიიღწვიან იდეალისკენ, სრულყოფილებისკენ, ან რაღაც არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ და შესაბამისად ამით კომპენსაცია ხდება, ვერ ავხსნი სამწუხაროდ…“ – თაკო შანშიაშვილი.
