უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაიტბორა გზები და სახნავ-სათესი სავარგულები.
კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ადგილობრივების ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყალს ჩამოაქვს მიწა და ღორღი.
უამინდობამ პრობლემები შექმნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა განუცხადეს, მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირში დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები და ვენახები.
