ინტერნეტსივრცეში პოპულარულმა ევა ბუთიაშვილმა, როგორც ჩანს, ამჯერად მსოფლიო ვარსკვლავის, მომღერალ სელინ დიონის ყურადღებაც მიიპყრო.
სელინ დიონის მიერ „ინსტაგრამში“ განთავსებულ ვიდეოკოლაჟში, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა სივრცეში გადაღებულ კადრებს აერთიანებს, ერთ-ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ სელინ დიონი მობილურ ტელეფონში ევა ბუთიაშვილის სწორედ იმ ვიდეოს უყურებს, რომელმაც 75 მილიონი ნახვა დააგროვა – მომღერალი აღნიშნულ მუსიკაზე თავადაც ცეკვავს. სელინ დიონის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ასევე ისმის ევას შეძახილი – „ძალიან მიყვარხართ“.
სელინ დიონის ვიდეოს „ინსტაგრამის“ სთორიში აქვეყნებს ევა ბუთიაშვილის დედაც.
სელინ დიონის მიერ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ვიდეოს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
ევა ბუთიაშვილი: „დაიმახსოვრეთ, მე პოპ ვარსკვლავი გამოვალ… ვოცნებობ, ჩემი თოჯინა გამოვუშვა“
