LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დამიკავშირდა მისი აგენტი და მთხოვა გამეგზავნა ვიდეო, იმავე საღამოს კი თავად ჰაიდიმ მომწერა და მადლობა გადამიხადა…“ – ქართველი ფოტოგრაფი, ზურა ბურჯანაძე წარმატების ამბავს გვამცნობს

225
ზურა ბურჯანაძე

ქართველი ფოტოგრაფი, ზურა ბურჯანაძე „ინსტაგრამზე“ წარმატების ამბავს გვამცნობს და ჰაიდი კლუმის ვიდეოს ავრცელებს.

ფოტოგრაფი წერს, რომ გერმანელი სუპერმოდელის, მსახიობისა და ტელეწამყვანის, ჰაიდი კლუმის აგნტი დაუკავშირდა და სთხოვა აღნიშნული ვიდეო, მისთვის გაეგზავნა. მოგვიანებით კი სუპერმოდელმა მას პირადად მიწერა და ვიდეოსთვის მადლობა გადაუხადა:

„ვიდეოს ატვირთვიდან რამდენიმე წუთში დამიკავშირდა მისი აგენტი და მთხოვა გამეგზავნა ვიდეო, იმავე საღამოს კი თავად heidi მომწერა და მადლობა გადამიხადა ვიდეოს გამო, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს და მოხარული ვარ მათი დამოკიდებულებით, მოლოდინები მქონდა თუმცა ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი, რადგან იქ ჩემს გარდა ათასობით ფოტოგრაფი იმყოფებოდა… ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა და სწორედ ასეთი ისტორიები არ მაძლევს გაჩერების საშუალებას…“ – წერს ფოტოგრაფი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები