LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დღემდე ვსწავლობ ინგლისურს, კვირაში ორი გაკვეთილი მაქვს..“ – თემურ ჭყონია

155
თემურ ჭყონია

„დღემდე ვსწავლობ ინგლისურს, კვირაში ორი გაკვეთილი მაქვს,“ – ამბობს „შეხვედრებში ეკა ხოფერიასთან“ ბიზნესმენი თემურ ჭყონია და აღნიშნავს, რომ ინგლისურის არცოდნამ მას გარკვეულწილად ხელი შეუშალა.

„დღემდე ვსწავლობ ინგლისურს, კვირაში ორი გაკვეთილი მაქვს. მასწავლებელი მყავს, ქეთი, მგონი ჩემს მერე მიდის და თავიდან სწავლობს ინგლისურს.

მაშინ არ ვიცოდი ინგლისური, ქართულადაც ძლივს ვლაპარაკობდი.

ინგლისურის არცოდნა ახლაც მიშლის ხელს. მაგრამ, იცით როგორი ინგლისური ვიცი? ქართული ინგლისური.

სხვათა შორის ჩემი მეღლე მეუბნება, შენ უფრო ბევრს ლაპარაკობ ინგლისურად, ვიდრე ინგლისელებიო, გაჩერდი, გამოდი, სირცხვილიაო…“ – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები