LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გუშინ, მთელი სასამართლო სხდომის განმავლობაში იცინოდა გიორგი ლეკიშვილი [ნია იმნაძის ადვოკატი]. მან დილიდან დაიწყო პროვოკაციები“ – ეკა კუპატაძე

241
ეკა კუპატაძე

მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე „ფორმულას“ გადაცემას სტუმრობდა, სადაც 10 სექტემბერს, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი განხილვისას, სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა. 

მისი განცხადებით, ნია იმნაძის ადვოკატი მთელი სასამართლო სხდომის განმავლობაში იცინოდა და მთელი დღის განმავლობაში პროვოკაციებს აწყობდა. 

„მეგონა, რომ ბოროტებას საზღვრები ჰქონდა, სადღაც კიდევ რაღაც წითელი ხაზი იყო, მაგრამ მე გიორგი ლეკიშვილმა დამარწმუნა, რომ არანაირი წითელი ხაზები არ არსებობს სიბოროტის…

გუშინ, მთელი სასამართლო სხდომის განმავლობაში იცინოდა გიორგი ლეკიშვილი [ნია იმნაძის ადვოკატი]. მან დილიდან დაიწყო პროვოკაციები, ჟურნალისტებთან რომ ვიყავი დადგა ჩემს წინ, ერთ სათვალიან ქალთან ერთად, როგორც აღმოჩნდა, ამ სათვალეს ჰქონდა ვიდეოთვალი. როცა სასამართლოდან გამოვდიოდით, ადვოკატი მივიდა მათთან და ჰკითხა, კიდევ გვიღებთ? და გიღებთო, ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან“, – აცხადებს ეკა კუპატაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები