პოდკასტს „Voice of Lawyer • ადვოკატის ხმა“ მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ესტუმრა, სადაც გიგა ავალიანის საქმის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
ეკა კუპატაძის განცხადებით, მისი ოჯახის მისამართით უამრავი მუქარა ხორციელდება.
„მუქარები იმდენი გვაქვს მე და ნიკამ ორივემ ავტომატები ვიყიდეთ, სროლა ვისწავლეთ. სახლი გარშემორტყმული გვაქვს კამერებით, ასევე სასაფლაოც და მუქარას მუქარაზე ვიღებთ…
ავიღეთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩავაბარე გამოცდები, რათა დავიცვა საკუთარი თავი.
როგორ ვისვრით იცით მე და ნიკა? ტყვიას ტყვიაში ვაჯენთ! ვისვრი მოძრაობაში, სირბილში… ვვარჯიშობთ პოლიგონზე და სრული დაცვით ვატარებთ იარაღს“, – აცხადებს ეკა კუპატაძე.
