გაზიანი სასმელების ნეგატიურ გავლენასა და ნაწლავური მიკრობიომის დაზიანებაზე „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტში“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.
მისი თქმით, ნებისმიერი სახის გაზიანი სასმელი ორგანიზმს ხანგრძლივ ზიანს აყენებს.
„გაზიანი სასმელები ისევე აზიანებენ ორგანიზმის მიკრობიომას, როგორც ანტიბიოტიკები. როდესაც ადამიანი მათ ყოველდღიურად იყენებს, ეს უკვე მუდმივ პროცესში მიმდინარეობს.
ჩვენ მუდამ ვურჩევთ, რომ დალიონ წყალი. გაჭყლიტე რაიმე ხილი და ჩადე შიგნით, თუ ლიმონათის ტიპის სასმელი გინდა. ნებისმიერი გაზიანი სასმელი არის ჩვენი იმუნიტეტის მტერი!. ნაწლავის ფლორის დაზიანება, ეს არის იმუნიტეტის დაზიანება“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
