ექიმი სექსოლოგი ზურაბ მარშანია „სტუმრად ანნასთან“ წყვილებს შორის ურთიერთობაზე საუბრობს.
სექსოლოგი ამბობს, რომ წყვილთა შორის ჰარმონიული ურთიერთობა ორივე მხარეზეა დამოკიდებული:
„ნაპერწკალი, რომელიც აინთო და მერე ასე ვთქვათ ჩაქვრა და ნაპერწკალიც აღარ არის და მზად არიან უკვე ხელი ჩაიქნიონ ქალმაც და მამაკაცმაც, ეს არის უდიდესი შეცდომა. იმიტომ, რომ ადამიანი და თავად ეს სექსუალური გრძნობა, სექსუალური ლტოლვა ერთმანეთის მიმართ, თითონ სექსუალობა ადამიანისა, არის არის გაცილებით მეტი და ფართე, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ლაპარაკობენ მამაკაცმა ქალი უნდა გახსნასო, მე ვფიქრობ ქალმაც უნდა გახსნას მამაკაცი და მამაკაცმაც უნდა გახსნას ქალი…“ – ამბობს სექსოლოგი.
