LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თოკო ჩემი გაზრდილივით არის, მისი წარმატება ჩემზე ასჯერ მეტად გამიხარდება, ძალიან ამაყი ვარ ჩემი ძმით…“ – ხვიჩა კვარაცხელია ძმის შესახებ

166
ხვიჩა კვარაცხელია

ეროვნული ნაკრების „ფეისბუკ“ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, ძმის, თორნიკე კვარაცხელიას შესახებ საუბრობს. ხვიჩა ამბობს, რომ ძმის წარმატება მისთვის სასიხარულოა:

„საერთოდ ძალიან ემოციური ადამიანი არ ვარ, ხანდახან მიჭირს ემოციების გამოხატვა, მაგრამ როცა მითხრეს, რომ ახალგაზრდული ნაკრები მოდიოდა, მაშინ როდესაც ჩვენ დავასრულეთ, ძალიან გამიხარდა, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი თოკოს იმიტომ, რომ ჩემი გაზრდილივით არის, როცა დავინახე, რომ ავტობუსით მოვიდა, უკვე პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს, სიამაყით ივსები და ხვდები, რომ შენი ძმა სწორად სწორად შრომობს, სწორად აკეთებს რაღაცებს და მისი წარმატება ჩემზე ასჯერ მეტად გამიხარდება და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეყოლება ნიჭიერი ფეხბურთელი, ძალიან ამაყი ვარ ჩემი ძმით…“ – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები