LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როგორც კაპიტანი, ვიღებ ჩემ პასუხისმგებლობას… დღევანდელი თამაში ძალიან ცუდი იყო“ – ხვიჩა კვარაცხელია

162
ხვიჩა კვარაცხელია

ერთა ლიგის B დივიზიონის სასტარტო ტურში საქართველოს ნაკრებმა თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 წააგო.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

თამაშის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ.

„ჩემი აზრით, დღეს ბევრი რაღაც დაგვაკლდა. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ბოლო ფაზაში ძალიან ბევრი მომენტი გავანიავეთ. თერთმეტმეტრიანი ვერ გამოვიყენე, რის გამოც ძალიან ვწუხვარ. ბევრი მომენტი გვქონდა, რისი გამოყენებაც ვერ შევძელით და ამის გამო დავისაჯეთ.

ბოლო წუთზე ისეთი გოლი გაუშვით, რომელსაც ნამდვილად არ ველოდებოდით. უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ ვფიქრობ, თითოეული ფეხბურთელი იღებს პასუხისმგებლობას. ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი… როგორც კაპიტანი, ვიღებ ჩემ პასუხისმგებლობას და ვამბობ, რომ დღევანდელი თამაში ძალიან ცუდი იყო. ვეცდებით, რომ 28-ში გულშემატკივრების წინაშე გამოვასწოროთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, შანსები არის, რადგანაც მხოლოდ პირველი მატჩი იყო. მიზეზებს აუცილებლად გავაანალიზებთ და იმედი მაქვს, სიტუაციას გამოვასწორებთ”. – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები