LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi ჰიბრიდების ბატარეებზე სამუდამო გარანტიას აწესებს

210
ქირიას NEWS შაბლონი (9)

Xiaomi-ის ახალი ჰიბრიდული კროსოვერების – Skynomad N70-ისა და N90-ის მფლობელებს ავტომობილების ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კომპონენტზე სამუდამო გარანტია ექნებათ. კომპანია ახალ Dragonscale-ის სახელწოდების ბატარეებზე გარანტიას მათი ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში გასცემს.

Xiaomi-ის განცხადებით, Dragonscale-ის აკუმულატორები მოქმედ ეროვნულ სტანდარტებს გამძლეობით მნიშვნელოვნად აღემატება. ბატარეები შემუშავებულია CALB-ისა და Sunwoda-ს ინჟინრებთან თანამშრომლობით და აღჭურვილია ცალკეული უჯრედების მდგომარეობის გაუმჯობესებული მონიტორინგის სისტემით.

გარანტია საკმაოდ ფართო პირობებს მოიცავს. მათ შორის გათვალისწინებულია ბატარეის აალების შემთხვევაც – როგორც ქარხნული დეფექტის, ისე ავარიის შედეგად. ასეთ შემთხვევაში Xiaomi ან ავტომობილის საბაზრო ღირებულებას აანაზღაურებს, ან მფლობელს ახალ ავტომობილს გადასცემს.

თუმცა სამუდამო გარანტია გარკვეულ პირობებს ითვალისწინებს. ის მხოლოდ არაკომერციულად გამოყენებულ ავტომობილებზე გავრცელდება. მფლობელებს ასევე მოუწევთ Xiaomi-ის კონკრეტული სერვისების გამოწერა და ავტომობილის ტექნიკური მომსახურება მხოლოდ ოფიციალურ სერვისცენტრებში.

Xiaomi Skynomad-ის ორი ახალი მოდელის – N70-ისა და N90-ის გაყიდვები ჩინეთში 7 სექტემბერს იწყება, წინასწარი შეკვეთები კი ივლისის ბოლოს გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები