UFC-ს ორი წონის (ქვემსუბუქი და მსუბუქი) ყოფილმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოფიციალურად დაბრუნდა.
„საბოლოო სამედიცინო შემოწმება გავიარე. მე დავბრუნდი. ყველა იმ მასხარას, ვინც მთელი ეს დრო ზედმეტებს ლაპარაკობდა და ჩამოწერილად მთვლიდა, აი, აქ ვარ. ახლა მაინც ვნახავთ, ვის აღმოაჩნდება რეალური ძალა. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის. შემდეგ ჯერზე აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას, რომ ჯასტინს ხელთათმანები შეუმოწმონ, რათა ზედ რაიმე უცნაური არ წაისვას. მალე შევხვდებით“, – წერს თოფურია.
შეგახსენებთ, ქართველმა მებრძოლმა ბოლოს 15 ივნისს, თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან იბრძოლა, დამარცხდა და მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამარი დათმო.
