UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და ვიდეოს ავრცელებს.
ქართველი მებრძოლი წერს, რომ ის დაბრუნდა.
„ჩვენ დავბრუნდით!!! ხასიათი მაშინ არ ყალიბდება, როცა ყველაფერი ისე მიდის, როგორც შენ გინდა. ის მაშინ მტკიცდება, როცა ყველაფერი ასე არ ხდება. ერთადერთი გამარჯვება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს, შენი ხასიათია. ჩვენ დავბრუნდით!!!“ – წერს ქართველი ჩემპიონი.
ცნობისთვის, 29 წლის ქართველმა მებრძოლმა ბოლო ჩხუბი მიმდინარე წლის 15 ივნისს, თეთრ სახლში, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც საშუალო წონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა.
მიღებული დაზიანებების გამო კალიფორნიის შტატის შესაბამისმა კომისიამ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის 180-დღიანი შეზღუდვა დაუწესა.
