LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ძმამ და დაჭრა

79

ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, შელაპარაკების ნიადაგზე ძმამ და დაჭრა. თვითმხილველების ცნობით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, ხოლო მამაკაცი იუსტიციის სახლთან დააკავეს.

დაჭრილ გოგონას ჭრილობები მხრის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება. ინფორმაციას ზუგდიდის ჰოსპიტალი ავრცელებს.

ექიმების თქმით, ამ დროისთვის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები