ტომ კრუზი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასაკი მისთვის მხოლოდ ციფრია. 64 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავმა გამოცემა GQ-ს ახალი ნომრის გარეკანი დაამშვენა და ამჯერად ყურადღება არა მხოლოდ მისმა ახალგაზრდულმა სახემ, არამედ მისმა შესანიშნავ ფორმაში მყოფმა სხეულმაც მიიპყრო.
ფოტოსესიისთვის მსახიობს Levi’s-ის ჯინსები, ვინტაჟური მაისურები და რამდენიმე შალის ბლეიზერი შეურჩიეს. კრუზი მთავარ ფოტოზე ჯინსის შარვალსა და გახსნილ შავ პერანგშია წარმოდგენილი.
ეს ტომ კრუზის GQ-ის ამერიკული გამოცემის მეექვსე გარეკანია, თუმცა ჟურნალთან მისი ბოლო დიდი გამოჩენიდან უკვე 20 წელზე მეტი გავიდა.
როდესაც მსახიობს ჰკითხეს, რატომ არ თანხმდება ხშირად ხანგრძლივ ინტერვიუებს, მან იუმორით უპასუხა, რომ დაკავებული იყო.
კრუზმა ინტერვიუში კინოს შექმნის სირთულეებზეც ისაუბრა.
„როდესაც ფილმს უყურებ, გინდა, რომ ყველაფერი მარტივად გამოიყურებოდეს, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ არაფერია ცუდი სირთულეში“, – აღნიშნა მსახიობმა
„ვიხედები უკან იმისთვის, რომ შევაფასო, როგორ შემეძლო რაღაცების უკეთ გაკეთება. ვფიქრობ, სად მივდივარ? რამ იმუშავა და რამ არ იმუშავა, შემიძლია წარსულს სიხარულით შევხედო. ისტორიას ვაკვირდები“, – ამბობს მსახიობი.
თუმცა, როგორც თავადვე აღნიშნავს, მისი ყურადღება მაინც აწმყოსა და მომავალზეა მიმართული.
„მე არ ვარ ადამიანი, რომელიც წარსულით ცხოვრობს. უფრო წინ ვიყურები. ჩემთვის მთავარი აწმყო და მომავალია“.
ასე რომ, 64 წლის ასაკში ტომ კრუზი კვლავ აქტიურად აგრძელებს კარიერას და როგორც ჩანს, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მსახიობისთვის უკან მოხედვის დრო ჯერ ნამდვილად არ დამდგარა.
„64 წილს ასაკში მან ასაკი დაამარცხა და აღარ ბერდება“, – ასე აფასებენ ტომ კრუზის ახალ ფოტოსესიას.
64 წლის ტომ კრუზი 60 წლის პერსონაჟის სათამაშოდ გრიმით დააბერეს