ტომ კრუზმა სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანის სიმპათია დაიმსახურა მას შემდეგ, რაც ქუჩაში ქალთან მივიდა, რადგან ეგონა, რომ ის ცუდად იყო და დახმარება სჭირდებოდა. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ქალი სრულად კარგად გრძნობდა თავს და უბრალოდ ტელეფონის „სქროლვით“ იყო დაკავებული.
64 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავისა და უცნობი ქალის მოკლე, მაგრამ სახალისო შეხვედრის კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
ვიდეოში ჩანს, როგორ ზის ქალი სამუშაო შესვენების დროს კუთხეში, ტელეფონშია ჩაფლული და საერთოდ ვერ ამჩნევს, რა ხდება მის გარშემო. სწორედ ამ დროს მასთან ტომ კრუზი მიდის.
ვიდეო, რომელიც ქალმა TikTok-ზე გააზიარა, უსაფრთხოების კამერის ჩანაწერს ასახავს. ელეგანტურად ჩაცმულმა კრუზმა, ქალს მხარზე მსუბუქად შეეხო და ჰკითხა, ყველაფერი რიგზე იყო, თუ არა.
ქალმა მოულოდნელად ასწია თავი და მსახიობს გაოცებულმა შეხედა. ის აშკარად ვერ იჯერებდა, რომ მის წინ თავად ტომ კრუზი იდგა.
როდესაც მსახიობი მიხვდა, რომ ქალს რეალურად არაფერი უჭირდა, ხელი ჩამოართვა და გზა გააგრძელა.
„64 წლის ასაკში მან ასაკი დაამარცხა და აღარ ბერდება“ – ტომ კრუზი GQ-ს გარეკანზე
64 წლის ტომ კრუზი 60 წლის პერსონაჟის სათამაშოდ გრიმით დააბერეს
