LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8-წლიანი პაუზის შემდეგ, შაკირა და მალუმა ახალ ერთობლივ სიმღერას აანონსებენ

149
download (28)

კოლუმბიელმა სუპერვარსკვლავებმა, შაკირამ და მალუმამ ინტერნეტში ნამდვილი ფურორი მოახდინეს. 8-წლიანი პაუზის შემდეგ, მომღერლებმა ახალი ერთობლივი სინგლი – Agua დააანონსეს, რომელიც 17 სექტემბერს გამოვა.

არტისტებმა სოციალურ ქსელებში სიმღერის ოფიციალური პოსტერი გააზიარეს, სადაც ორივე თეთრ სამოსშია გამოწყობილი.

მალუმას მიერ TikTok-ზე გავრცელებული პირველი მუსიკალური თიზერით ირკვევა, რომ Agua ენერგიული ლათინური რიტმებისა და ბაჩატას ელემენტების ნაზავი იქნება.

ცნობისთვის, ეს ვარსკვლავური წყვილის რიგით მეოთხე ერთობლივი ნამუშევარია. მათ ანგარიშზეა ისეთი გლობალური მეგა-ჰიტები, როგორებიცაა – Chantaje, Trap და მათი ბოლო, 2018 წლის კოლაბორაცია – Clandestino.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები