LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „უკვე გაუთამამდა“ – ჯეი ლო და მისი პირადი მცველი პარიზის ქუჩებში გადაიღეს

253
page

ჯეი ლო „პარიზის მოდის კვირეულზე“ საფრანგეთის დედაქალაქს ეწვია. მას თან ახლდა პირადი მცველი, რომლის შესახებაც ბოლო ორი კვირაა არ წყდება საუბარი და მედიაში აქტიურად საუბრობენ მათ შესაძლო რომანზე.

მომღერალი ამ დღეს განსაკუთრებით თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. მას თხელი მაქმანებიანი კაბა ეცვა რომელიც თეთრ წინდებსა და შავი ტყავის ლოფერებს შეუხამა.

„უკვე გაუთამამდა“, „აშკარად კომფორტულად გრძნობენ ერთად თავს“, „მშვენიერი წყვილია“, – არ წყდება კომენტარები.

„ყველა ქალის ოცნებაა ასეთი მამაკაცი“ – ჯეი ლოსა და მისი პირადი მცველის უახლესი ვიდეოები მსოფლიო მედიას იპყრობს

ცნობისთვის, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ისინი ხელკავით მიემართებოდნენ წითელ ხალიჩაზე და ერთმანეთს უღიმოდნენ. შემდეგ ხელიხელჩაკიდებულები დააფიქსირეს. სულ ცოტა ხნის წინ კი ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, რომელშიც მისი პირადი მცველიცაა აღბეჭდილი. ერთ-ერთ ფოტოში ნათლად ჩანს ჯეი ლოს მზერა, რომელიც სწორედ მისკენაა მიპყრობილი.

„მზერა ყველაფერს ამბობს“, „ფილმის სცენარი?“ – პირად მცველთან ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, ჯეი ლომ მისი ფოტოები „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა

„ჩვენს ცხვირწინ რომანი გააჩაღა და მხოლოდ ახლა მივხვდით“ – ჯეი ლოსა და მისი პირადი მცველის უახლესი ვიდეო მსოფლიო მედიას იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები