LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

504 მონაწილე და 8 დაფინანსებული მოსწავლე – გმუს-ის სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ: „გავხდი 70%-იანი გრანტის მფლობელი, ეს ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო“

567
გია მურღულიას უნივერსალური სკოლა

გია მურღულიას უნივერსალურ სკოლაში“ (გმუს) სასტიპენდიო კონკურსი დასრულდა და დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებული მოსწავლეები ოფიციალურად გამოვლინდნენ.

მასშტაბურ პროექტში V-XII კლასის 504-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

„სამ საუკეთესო მოსწავლეს თანადაფინანსებას შევთავაზებთ… გვინდა, რომ ჩვენს სკოლაში სწავლა იყოს ხელმისაწვდომი…“ – 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი დაფინანსება სწავლის დასრულებამდე: „გია მურღულიას უნივერსალურ სკოლაში“ სასტიპენდიო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

ტესტირებისა და კონკურსის ფინალური ეტაპის შედეგად: 70%-იანი თანადაფინანსება სწავლის დასრულებამდე 1-მა მოსწავლემ მოიპოვა; 50%-იანი თანადაფინანსება 3-მა მოსწავლემ მოიპოვა; დამატებითი თანადაფინანსება, სკოლის სპეციალური გადაწყვეტილებით, კიდევ 4-ს გადაეცა.

„გია მურღულიას უნივერსალურ სკოლაში დასრულდა საგრანტო კონკურსი, ჩატარდა გასაუბრება და გამოვლინდნენ გამარჯვებულები – 70%-იანი, 50%-იანი და 35%-იანი თანადაფინანსების მფლობელები. წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს“, – აღნიშნავს სასწავლო პროცესის მენეჯერი მარიამ რურუა.

„მერგო პატივი, რომ მონაწილეობა მიმეღო გმუს-ის კონკურსში, გავხდი 70%-იანი გრანტის მფლობელი. ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო და იმედი მაქვს, რომ ამ სკოლისთვის ასეთი ღონისძიებები მომავალშიც დაიგეგმება“, – ამბობს საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული.