LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედამთილს პირველივე დღიდან დედას ვეძახი…“ – აჭარული ქორწილი, პატარძალი, რომელმაც 52 კგ დაიკლო და რომლის სიმღერამ და ცეკვამ სოციალური ქსელი დაიპყრო

25832
ნინა ცხვარიაშვილი (1)

ახალშეუღლებული წყვილი, ნინა ცხვარიაშვილი და ირაკლი გაბიტაძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმრობდნენ.

წყვილმა გადაცემაში გაცნობის ისტორიასა და ქორწილზე ისაუბრა.

ასევე ნინამ და ირაკლიმ ოჯახურ თანაცხოვრებაზეც მოჰყვნენ.

„ჩვენ ერთმანეთი გავიცანით საერთო მეგობრისგან,

საერთო სამეგობრო წრე გვყავდა, გავიცანით ერთმანეთი 6 წლის წინ. თუმცაღა ურთიერთობა არ გვქონია, ვმეგობრობდით ძალიან დიდხანს…

ინიციატივა ჩემი იყო…ორივე იმდენად რთული ადამიანები ვიყავით ხასიათებით მივხვდით, რომ ალბათ მარტივი ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებენ და ჯობია ისევ რთულმა ადამიანებმა დააკავშირონ ცხოვრება…

მე და ირაკლის დედიკო ერთ დღეს ვართ დაბადებულები, პირველივე შეხვედრიდან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს…

დედამთილს პირველივე დღიდან დედას ვეძახი…“ – აღნიშნა ნინა ცხვარიაშვილმა.

ცნობისთვის, ნინა ცხვარიაშვილმა ქორწილის შემდეგ პირველი ინტერვიუ fortuna.ge-ის მისცა.

ნინა fortuna.ge-ის თავისი მუსიკალური ქორწილისა და ბედნიერი დღის შესახებ ესაუბრა.

ფოტო/ვიდეო: „ტრადიციული ქართული ქორწილი გვინდოდა…“ – ვინ არის ბათუმელი მომღერალი პატარძალი, რომელმაც 52 კილო დაიკლო და თავისი ქორწილი ნამდვილ სოლოკონცერტად აქცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები