გასტროენტეროლოგმა და ჰეპატოლოგმა ჯაბა ზარქუამ პოდკასტში „tavis dro/თავის დრო“ სიმსუქნესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით, სიმსუქნე მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ან ნებისყოფის ნაკლებობა არ არის, არამედ კომპლექსური სოციალური პრობლემაა, რომელსაც ხშირად სოციო-ეკონომიკური გარემოებები და ოჯახური ყოფა განაპირობებს.
ექიმის თქმით, ჭარბი წონის მართვისას ხშირად იგნორირებულია რეალური ყოველდღიურობა, რომელშიც ადამიანებს ცხოვრება უწევთ. ჯაბა ზარქუამ მაგალითისთვის დიასახლისები მოიყვანა.
„წარმოიდგინეთ დიასახლისი, რომელსაც ჰყავს ქმარი, შვილი, ცხოვრობენ დიდ ოჯახში. ქმარსა და შვილს ჯანმრთელობის პრობლემა არ აწუხებთ და ყოველდღე შემწვარ ხორცს ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ბოსტნეულს გემო არ აქვს. ეს ქალი ცოდო არ არის? წონის პრობლემა აქვს და თვითონაც ამის ჭამა უწევს. „შენთვისაც ცალკე იკეთე და ოჯახისთვისაცო“ – ასე ვერ ვიცხოვრებთ, მაგდენი დრო არავის აქვს. ყველა წევრს ცალ-ცალკე მენიუს ხომ ვერ ჩამოუყვება? რანაირად უნდა შეცვალოს კვება და რატომ არის მისი ბრალი წონის პრობლემა? ის უბრალოდ გარემოებების მსხვერპლია“, – აღნიშნავს ჯაბა ზარქუა.
მისივე თქმით, ანალოგიური ბარიერები არსებობს ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებითაც. ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტდარბაზის აბონემენტი და სწორი კვება გარკვეულ ფინანსურ რესურსებსა და დროს მოითხოვს, რაც ბევრისთვის, მათ შორის სტუდენტებისთვის, ადვილად ხელმისაწვდომი არ არის.
ჯაბა ზარქუა ყურადღებას ამახვილებს მოზარდებში არსებულ გამოწვევებზეც. მისი შეფასებით, განვითარებად ქვეყნებში პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება იმის გამო, რომ მომუშავე მშობლებს არ აქვთ საკმარისი დრო, ჯეროვანი ყურადღება დაუთმონ ბავშვების სწორ კვებას, რის გამოც მოზარდები ხშირად სწრაფი კვების (Junk food) პროდუქტებზე ხდებიან დამოკიდებულნი.
„სიმსუქნე სოციალური პრობლემაა და მაგიტომაცაა რომ განვითარებად ქვეყნებში სერიოზული პრობლემა გვაქვს, ამ პრობლემას მომავალშიც ვნახავთ, როდესაც ის ბავშვები გაიზრდებიან, ვისი მშობლებიც დაკავებულები არიან და სამწუხაროდ ვერ უთმობენ ჯეროვან ყურადღებას ბავშვის სწორ კვებას და ფიზიკურ აქტივობას…
სოციალური პრობლემა არ არის, დედა, მამა მუშაობს, ბოლომდე საქმეზეა გადადებული და ბავშვი რომ სუქდება და Junk food-ზეა გადასული… ჯანსაღ კვებას მონდომება უნდა და ცოდნა, მაგრამ არ არის ეგრე, რომ მდიდარი ხალხის ფუფუნებაა მხოლოდ, დრო უნდა მინიმუმ…“
@tavisdro გასტროენტეროლოგი: ჯაბა ზარქუა #foryou #ფორიუ #tavisdro #თავისდრო #healthcare #ჯანდაცვა #georgia #georgianpodcast ♬ original sound – tavis dro/თავის დრო
