დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, უგუნებობა და წნევის მერყეობა. გაზომეთ წნევა, დაბალი წნევისას გამოიყენეთ შესაბამისი მედიკამენტები, რათა ორგანიზმი წესრიგში მოიყვანოთ.
დღეიდან 30 სექტემბრამდე გონების, ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური სასწორის ნიშანში გადადის. იმატებს გონებამახვილობა, დიპლომატიურობა, კომპრომისების მიღწევის უნარი, სამართლიანობისა და სილამაზის აღქმის შეგრძნება. თუმცა, შესაძლოა გამოვლინდეს სხვების გავლენაში მოქცევა, შინაგანი მერყეობა და გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურება.
ამასთან, თავისუფლებისა და რეფორმების მმართველი პლანეტა ურანი უკუმავალი (რეტროგრადული) ხდება. ეს გაართულებს ახალი რეფორმისტული პროექტების განხორციელებას და დაგვაბრუნებს ძველ ტექნოლოგიებთან, ცოდნასა და ძველ მეგობრებთან.
დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:
ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. ნერვული სისტემა განსაკუთრებით სუსტდება დღეს და ხვალ (ლომისა და ქალწულის ნიშნებს განსაკუთრებით მართებთ ემოციების გაკონტროლება და დასვენება).
ნუ ჩაერევით სხვების საქმეებში მათი თხოვნის გარეშე, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები. მომატებული სექსუალური ენერგია ნუ გადაგივათ აგრესიასა და კონფლიქტებში.
დღე ეფექტურია დოკუმენტების მოწესრიგებისთვის, დასუფთავებისთვის, ასევე ღვიძლის, ლიმფური და ნერვული სისტემების მკურნალობისთვის. არ არის რეკომენდებული ახალი საქმის დაწყება, სწრაფი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. რთული დღეა სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის, მეგობრობისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, გამოცდებისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. დღევანდელი სიზმრები გაფრთხილებენ მოსალოდნელი დაბრკოლებებისა და სირთულეების შესახებ.
ჯანმრთელობა:
სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო ენერგიებისა და შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აგატი და ონიქსი. ტანსაცმელში ყვითელი, ნაცრისფერი, მწვანე, ნარინჯისფერი და ბეჟი ტონები (დეტალების სახითაც კი) საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე კარგი და პოზიტიურია კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძის და მერწყულის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.