სანდრა ბულოკმა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ეკრანზე დაბრუნების მიზეზებზე, პირადი ცხოვრების ცვლილებებსა და ჰოლივუდში ხანგრძლივი კარიერის შენარჩუნებაზე გამოცემა interviewmag-ს სექტემბრის ნომრის ინტერვიუში ისაუბრა.
მან მართლაც ჯადოსნურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მოირგო უამრავი „ლუქი“ და მისი ფილმის „პრაქტკული მაგიის“ განწყობა კიდევ უფრო გააღვივა.
საუბრისას მსახიობმა განიხილა ის, რამაც მას ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კინოში დაბრუნებისკენ უბიძგა.
ბულოკმა საჯარო ცხოვრებისა და მედიის ზეწოლაზეც ისაუბრა. მისი თქმით, არ სურს, ინტერვიუების დროს ხელოვნური იყოს და ცდილობს გულწრფელობა შეინარჩუნოს.
„არ მინდა, ყალბი ვიყო. მინდა, გულწრფელი ვიყო, მაგრამ ამას თავისი ფასი აქვს. ცოტა დაღლილი და გადამწვარი ვარ, ალბათ, ცოტა უნდა გავჩერდე და სამუშაოს გარეთ სოციალური ცხოვრება მქონდეს, მაგრამ ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი“.
ბოლოს და ბოლოს ბედნიერი – სანდრა ბულოკი ნიკოლ კიდმანთან ერთად წითელ ხალიჩას იპყრობს