LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ და ჰეილი ბიბერების ინტიმური და რომანტიკული ფოტოსესია ხელნაწერი დეტალებით

170
photo-collage.png (99)

ჯასტინ და ჰეილი ბიბერები W Magazine-ის ახალი, ახალგაზრდული გამოცემის – WYouth სადებიუტო ნომრის სახეები არიან.

ვარსკვლავურმა წყვილმა ჟურნალის ახალი მიმართულების, ახალგაზრდა აუდიტორიაზე მორგებული ბეჭდური გამოცემის პირველივე ნომრის ფურცლებისთვის ფოტოების ნაწილი თავად გადაიღო, რითაც გულშემატკივრებს აჩვენა ყოველდღიური ცხოვრება კამერებს მიღმა. ინტიმური და რომანტიკული ფოტოსესია ხელნაწერი დეტალებით, უდავოდ შთამბეჭდავი გამოვიდა.

ინტერვიუში ბიბერებმა ისაუბრეს მშობლობის შემდეგ შეცვლილ ცხოვრებაზე. მათი ვაჟი, ჯეკ ბლუზი, 2024 წლის აგვისტოში დაიბადა.

ჯასტინმა ასევე გაამხილა, რომ მისი საყვარელი კარაოკე სიმღერაა – კრის ბრაუნის With You, ხოლო ჰეილიმ Queen-ის Bohemian Rhapsody დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები