ბავშვის ფსიქიკისა და შინაგანი სამყაროს ჰარმონიული ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ორივე მშობლის ფიზიკური და ემოციური ჩართულობა. ამის შესახებ ფსიქიატრმა ლაშა კილაძემ პოდკასტ „გზები – Protejo-სგან“ ეპიზოდში ისაუბრა.
„ბავშვს იმისთვის, რომ კომფორტულად, სრულყოფილად, ჰარმონიულად ჩამოყალიბდეს მისი ფსიქიკა, მისი შინაგანი სამყარო, სჭირდება ორივე მშობელი და ჩემი ღრმა და დიდი სიყვარულისა და მოწიწების მიუხედავად, არა ბებია და ბაბუა.
ბავშვს სჭირდება ბებიაც და ბაბუაც, მაგრამ პირველ რიგში სჭირდება ორივე მშობელი, ფიზიკური არსებობა მის ველში – არა WhatsApp-ით, სოციალური კავშირებითა და სხვადასხვა მექანიზმებით, არამედ ნებისმიერი პატარა ემოციით, დადებით ემოციას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.
მთავარი მესიჯი ჩემი იქნებოდა ასეთი – მშობლებო, ყოველდღიური ურთიერთობა გქონდეთ შვილებთან, ასწავლეთ მათ სიყვარული, ასწავლეთ სხვისი უფლებების პატივისცემა.“
@ways.by.protejo არ გამოტოვოთ საინტერესო და მნიშვნელოვანი ეპიზოდი! 🔗მთლიანი ეპიზოდის სანახავად ეწვიეთ YouTube-ის ბმულს: https://www.youtube.com/watch?v=-VaP4AkOyUw&t=3s #podcast #viral #foryou ♬ original sound – გზები by Protejo
იხილეთ გადაცემა სრულად – აქ
