ეკა ხოფერიას საავტორო გადაცემის „შეხვედრები ეკა ხოფერიასთან“ გასული ეპიზოდის სტუმარი ბიზნესმენი თემურ ჭყონია იყო.
ბიზნესმენმა გადაცემაში ბიზნესსაქმიანობასა და საკუთარი ცხოვრების გამორჩეულ ეპიზოდებზე ისაუბრა.
76 წლის ბიზნესმენმა წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ ასევე ისაუბრა, თუ რატომ არ იცვლება მისი გარეგნობა.
ეკა ხოფერიას რეპლიკაზე: „თქვენც არ ხართ შეცვლილი“, თემურ ჭყონიამ საპასუხოდ აღნიშნა:
„სულ არ ხარ შეცვლილი, ხოდა, მაგრები ვართ. იცი, რატომ არ ვართ შეცვლილები? იმიტომ, რომ ბოროტები არ ვართ, დედას ვფიცავარ. ადამიანს, ერთადერთი, ცვლის დარდი და შური.
შურიანები არ ვართ და ვინც შურიანი არ არის და ცოტა იუმორიც აქვს და არა დაცინვა, 500 წელი იცხოვრებს. აი, მაგალითად, ლანა ღოღობერიძე. შური გაგიგია? არა. ნანი ბრეგვაძე – ანგელოზივით ქალი, შეიძლება შურიანი იყოს? არა, და არიან არაჩვეულებრივად“, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
