მარნეულში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შემთხვევა მარნეული–წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე, არაფლოს მონაკვეთზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.~
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
