მუსიკოსი წყვილი – გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას ერთად ხშირად სტუმრობს.
ცოტა ხნის წინ გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს სტუმრობდნენ. მათ ანუკი ცქვიტინიძის საავტორო სიმღერა – „მე ისეთი გოგო მიყვარს“ კიდევ ერთხელ შეასრულეს და მსმენელისგან არაერთი კომპლიმენტიც მიიღეს.
„საუკეთესო წყვილის საოცარი შესრულება“, „არაჩვეულებრივი დუეტი“, „რა ტკბილად მღერიან“ – აღნიშნავს მსმენელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს შეფასების დროს.
