LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო „ნოროვირუსის“ ფაქტების გამოვლენის შემდეგ, ბაღებში ამოქმედებული რისკების მართვის დროებითი პროტოკოლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

234
თაკო ჩარკვიანი (1)

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო “ნოროვირუსის” ფაქტების გამოვლენის შემდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ხდება ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ორ საათში ერთხელ და ტერიტორიის დეზინფექცია ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს. ასევე, გარკვეული ცვლილებები შევიდა, როგორც კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების კუთხით.

შეგახსენებთ, ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლის დასრულებისთანავე, ბავშვები დაუბრუნდებიან ჩვეულ სააღმზრდელო პროცესს”, – აღნიშნავენ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები