LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვაფასებ იმ შრომას, რაც გავიარე…ყველა იმ ადგილს, სადაც ვიყავი, ყველა იმ არას და კის“ – ნუცა ბუზალაძე

162
2026-09-25_00-32-11_611054

ნუცა ბუზალაძე „რუსთავი 2-ის“ ეთერში თავისი კარიერის შესახებ საუბრობს.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, აფასებს მის მიერ გაწეულ შრომას და ასევე ახსოვს ყველა უარი, თუ თანხმობა, რომელიც აქამდე მიუღია.

მისი თქმით, ყველაფერმა, რაც გამოიარა დღევანდელ წარმატებამდე მოიყვანა.

„ნამდვილად ვაფასებ იმ შრომას, რაც გავიარე…ყველა იმ ადგილს, სადაც ვიყავი, ყველა იმ არას და კის, რადგან ყველაფერმა მომიყვანა აქამდე. ახლა რომ ვიყო ათი წლის და ვიცოდე, რაც გავიარე, ჩემი თავით ძალიან ვიამაყებდი. მახსოვს ჩემი ოცნებები და როგორ წარმოვიდგენდი ხოლმე. ვერასდროს წარმომედგინა, რომ ლაიონელ რიჩი ფეხზე წამომიდგებოდა და მას ჰიუსტონის სიმღერას ვუმღერებდი.

ისეთი მომენტები მქონია, რომ არ მჯეროდა მართლა ხდებოდა თუ არა. წარმატება მაქვს, მაგრმა მე უფრო მეტი მინდა. ძალიან მინდა რომ საქართველო მსოფლიომ გაიცნოს. როგორი მუსიკალური და ხელოვანი ხალხი ვართ. თუ მომცა უფალმა ამის შესაძლებლობა, რომ ვმღეროდე, სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდე, მაშინ ესე იგი ამას რაღაც გარკვეული მიზეზი აქვს“, – ამბობს ნუცა ბუზალაძე.

ფოტო: „კონცერტმა იმაზე უკეთ ჩაიარა, ვიდრე წარმომედგინა…“ – ნუცა ბუზალაძის ახალ შოუზე მომღერლის ბენდის წევრები ადელის დრამერი და ტონი ბრექსტონის პიანისტი და ბასისტი იყვნენ

„ვფიქრობდი, ღმერთო, როგორ შეიძლებოდა წამეგო? მაგრამ ხანდახან ვიგებთ, ხანდახან ვაგებთ…“ – ნუცა ბუზალაძე ცხოვრების რთულ პერიოდსა და ახალ სიმღერაზე

ვიდეო: „იაგუნდი“ და „ძველი ჰანგი” ჩემი ამერიკული ბენდის შესრულებით… როგორ მოგწონთ?“ – ნუცა ბუზალაძე ახალ ნამღერს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები