LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მარიამ შენგელია და გიორგი მჭედლიშვილი დაქორწინდნენ – კადრები წყვილის ჯვრისწერის და ქორწილის ცერემონიიდან

3138
მარიამ შენგელიას ქორწილი

ქართველი მომღერალი, მარიამ შენგელია რჩეულზე, გიორგი მჭედლიშვილზე დაქორწინდა.

კადრები ჯვრისწერის ცერემონიიდან, მომღერალმა და პატარძლის მეჯვარემ ნუცა თოფურიამ გაავრცელა.

ახალდაქორწინებული წყვილი შესანიშნავად გამოიყურება, მარიამი კი ულამაზეს თეთრ კაბაში შეუდარებელია.

კადრებში ჩანს როგორ მიართვა მეუღლემ მარიამს წითელი ვარდების შესანიშნავი თაიგული:

„გავატანეთ და ეგ არის“ – წერს ნუცა თოფურია „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ „სთორიში“.

სოციალურ ქსელში ვრცელდება საქორწინო წვეულებაზე წყვილის შემოსვლის კადრები, სადაც ახალდაქორწინებულები სტუმრების წინაშე მრავალჟამიერის თანხლებით ულამაზესად გაფორმებულ დარბაზში წარსდგნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები