ქართველი მომღერალი, მარიამ შენგელია რჩეულზე, გიორგი მჭედლიშვილზე დაქორწინდა.
საოცარი წვეულებიდან კადრებს სოციალურ ქსელში მომღერალი სალომე ბაკურაძე გვიზიარებს.
ახალდაქორწინებული წყვილი შესანიშნავად გამოიყურება, მარიამი კი ულამაზეს თეთრ კაბაში შეუდარებელია.
კადრებში ჩანს როგორ მიართვა მეუღლემ მარიამს წითელი ვარდების შესანიშნავი თაიგული.
წყვილმა ულამაზესი ტორტიც გაჭრა და მარიამმა მოცეკვავეებთან ერთად ცეკვა „ქართულიც“ შეასრულა.
ქორწილში იმღერა სალომე ბაკურაძემაც, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იყო.
აღსანიშნავია, რომ წყვილის ქორწილის კადრებმა საზოგადოების მხრიდან ულევი გულთბილი შეფასებები და მილოცვები დაიმსახურა.





