LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„28 სექტემბერია… ამ დღით დავიწყეთ… 38 წელი ჩვენ ორის „ერთად“ ქცეულის ისტორია…“ – ნათია ბანძელაძე გიორგი გოგიჩაიშვილს და მნიშვნელოვან თარიღს იხსენებს

213
ნათია და გოგიჩა

ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში მეუღლის, გიორგი გოგიჩაიშვილის შესახებ ემოციურ გახსენებას აქვეყნებს. 28 სექტემბერს, ისინი, როგორც წყვილი შედგნენ და პირადი ცხოვრების ერთად აწყობა დაიწყეს:

დღეს 28 სექტემბერია!.. 38 წელი ჩვენ ორის „ერთად“ ქცეული დიდი ისტორია…1988 წელი, 28 სექტემბერი… არც ერთმა არ ვიცოდით, რა გამოვიდოდა, მე 18-ის, შენ 20-ის. ახლა წარმოუდგენელიც კი მგონია… არადა, რამდენი შევძელით ერთმანეთისთვის… მე ახლაც ვითვლი, რადგან არსად გამიშვიხარ, არც შენ და ამას იმდენჯერ მაგრძნობინებ ხოლმე ჩემ გარშემო არსაიდან გაჩენილი კეთილი ადამიანებით, რამდენი შეგიძლია, მაოცებ, გიო!რამდენია 38 წელი… უამრავი ერთად გათენებული დილა, სიცილი, გამარჯვებები, ჩვენი ადამიანები, სახლი, შვილები, შვილიშვილები… დიახ, მე ისევ ასე ვითვლი „ერთად“ ქცეულ ისტორიას…

ათასობით პატარა და დიდი მოგონება, რომლებსაც ეს წლები იტევს.

იმ 28 სექტემბერს არც ერთმა არ ვიცოდით, სადამდე მიგვიყვანდა ეს ერთი პატარა დასაწყისი… არცერთს დაგვიშვია, რომ ეს ბრძოლა გვექნებოდა გადასატანი, რომ არსაიდან მოსული, უსულო ბოროტება გამოგვგლეჯდა ერთმანეთს ასე… მაგრამ მე მაინც ვითვლი, გეფერები, მეცინება კიდეც ჩვენს სისულელეებზე, მაგრამ ყველაზე ფერადსა და ბედნიერზე… იცი მე და შენი ენა, მე აივიმ და ავამ ვიცით.. .ვიცი, ვიცი რომ იცი და გესმის… მიყვარხარ, სადაც უნდა იყო… ხომ გახსოვს, არასდროს დამირეკავს და არც არასდროს მიკითხავს – სად ხარ… არც ახლა გეკითხები, რადგან აქ ხარ გულში და არა მარტო ჩემში… 28 სექტემბერია, ამ დღით დავიწყეთ…

მადლობა ყველაფრისთვის!..“

შეგახსენებთ, რომ ცნობილი მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წელს, მძიმე სენთან ბრძოლა დამარცხდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები