LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაღიზიანებული ელორდი პაპარაცებს მუშტს ბრაზიანად უქნევდა – ჯეიკობ ელორდისა და კენდალ ჯენერის პარიზული საღამო დაძაბული მომენტით დასრულდა

247
page

ჯეიკობ ელორდისა და კენდალ ჯენერის პარიზული საღამო დაძაბული მომენტით დასრულდა. „ეიფორიის“ ვარსკვლავმა პაპარაცებს სთხოვა, მათთვის გადაადგილების საშუალება მიეცათ.

29 წლის ავსტრალიელი მსახიობი და მისი 30 წლის რჩეული პარიზში რომანტიკულ საღამოს ატარებდნენ, როდესაც მათ ფოტოგრაფები მიუახლოვდნენ და მათი გადაღება დაიწყეს.

პაპარაცების მოულოდნელმა გამოჩენამ ელორდი აშკარად გააღიზიანა. მსახიობმა ფოტოგრაფებს პირდაპირ მიმართა:

„მოიცადეთ, მოიცადეთ, მოიცადეთ. შეიძლება, უბრალოდ სასტუმროში ფეხით წავიდეთ?“, – უთხრა ჯეიკობმა მათ. თუმცა, ფოტოგრაფებმა გადაღება არ შეწყვიტეს, რის გამოც მსახიობმა კიდევ ერთხელ მიმართა მათ.

„შეიძლება, უბრალოდ ჩვენს სასტუმრომდე ფეხით გავიაროთ? ფლეშის გარეშე, უბრალოდ გაგვატარეთ. უბრალოდ დაგვტოვეთ“, – სთხოვდა გაღიზიანებული ელორდი პაპარაცებს და ამ დროს მუშტსაც ბრაზიანად იქნევდა.

ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და კომენტარებიც გამოიწვია.

„ბიჭს, მგონი ჯერ ვერ გაუცნობიერებია, რომ ჯენერს ხვდება“, – იხუმრა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

ჯეიკობ ელორდი კენდალ ჯენერის ხარჯზე ცხოვრობს – მოდელი ყველაფერს აფინანსებს, მსახიობი კი არაფერს ხარჯავს – მედიაში სკანდალური დეტალები ვრცელდება

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყვილის რომანტიკული ურთიერთობის ხარჯები კენდალ ჯენერს ეკისრება.

ინსაიდერების ცნობით, მოდელი ხშირად თავად გეგმავს და აფინანსებს წყვილის ძვირადღირებულ შეხვედრებსა და მოგზაურობებს. საუბარია კერძო ფრენებზე, ძვირადღირებულ სახლებზე და სხვა ფუფუნების დეტალებზე, რომლებიც მათი ერთობლივი დასვენების ნაწილია.

კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ურთიერთობას აღარ მალავენ – თამედროეობის ყველზე „ლამაზი წყვილის“ უახლესი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები