LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიკობ ელორდი კენდალ ჯენერის ხარჯზე ცხოვრობს – მოდელი ყველაფერს აფინანსებს, მსახიობი კი არაფერს ხარჯავს – მედიაში სკანდალური დეტალები ვრცელდება

564
page

კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის ურთიერთობას აქტიურად განიხილავენ. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილის რომანტიკული ურთიერთობის ხარჯები სწორედ კენდალ ჯენერს ეკისრება.

ინსაიდერების ცნობით, მოდელი ხშირად თავად გეგმავს და აფინანსებს წყვილის ძვირადღირებულ შეხვედრებსა და მოგზაურობებს. საუბარია კერძო ფრენებზე, ძვირადღირებულ სახლებზე და სხვა ფუფუნების დეტალებზე, რომლებიც მათი ერთობლივი დასვენების ნაწილია.

ამავე წყაროების მტკიცებით, კენდალის ახლო გარემოცვაში უკვე გაჩნდა გარკვეული შეშფოთება. კარდაშიანების კლანი უკმაყოფილოა. მათ ეჩვენებათ, რომ ჯენერი ურთიერთობაში გაცილებით მეტ ფინანსურ რესურსსა და ძალისხმევას დებს, ვიდრე ელორდი.

კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ურთიერთობას აღარ მალავენ – თამედროეობის ყველზე „ლამაზი წყვილის“ უახლესი გამოჩენა

აღსანიშნავია, რომ წყვილი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე არაერთ ძვირადღირებულ კურორტზე იმყოფებოდა.

ვიდეო: „სიყვარულსა მალვა უნდა!“ – ახალი ჰოლივუდური წყვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, ვერავინ იცნოს

განმარტოება ჰავაის კუნძულზე – კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ერთად პირველად გამოიჭირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები