LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ბიჭი ნიჭის ზეიმია” – კურიერი ერთ-ერთ რესტორანში შეკვეთის წასაღებად მივიდა, თუმცა პიანინოსთან აღმოჩნდა – ვიდეო სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება აქვს

9580
BeFunky-collage-7

სოციალურ ქსელში viola-caferestaurant სასიამოვნო ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც კურიერი რესტორანში შეკვეთის წასაღებად მიდის, თუმცა სანამ შეკვეთა მზადდება, პიანინოსთან ჯდება და შესანიშნავად უკრავს.

როგორც ჩანს, რესტორნის თანამშრომლებისთვის ბიჭის მუსიკალური ნიჭი მოულოდნელი აღმოჩნდა – მისი შესრულებით ყველა აღფრთოვანდა.

ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ კურიერს გამორჩეულად მუსიკალური ნიჭი აქვს. კადრებმა სოციალურ ქსელში მომხმარებლების ყურადღებაც მიიპყრო. აღნიშნავენ, რომ მისი მუსიკალური ნიჭი ნამდვილად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

„ეს ბიჭი ნიჭის ზეიმია”, “სიამოვნებით მოვუსმენდი მას რომელიმე ბარში”, “დაიტოვეთ, ხალხო, ბევრი მოვა მის მოსასმენად თქვენთან რესტორანში”, “რა სასწაულად უკრავს და როგორი სიმპათიურია“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები