LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრძოლა – ბერი გაბრიელი“ – ახალი ქართული ფილმი ბოლო წლების უდიდეს ქართველ წმინდანზე – პრემიერა 11 ოქტომბერს გაიმართება

326
მამა გაბრიელი

11 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში გაიმართება ახალი ქართული მხატვრული ფილმის „ბრძოლა – ბერი გაბრიელი“ საპრემიერო კინოჩვენება. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი გიორგი კაჭარავა.

„ბრძოლა – ბერი გაბრიელი“ მაყურებელს 1960-ანი წლების საბჭოთა საქართველოში აბრუნებს და მოგვითხრობს იმ მძიმე გზაზე, რომელიც მომავალმა წმინდანმა გაიარა; 1965 წელს მან საჯაროდ დაწვა საბჭოთა იმპერიის უდიდესი სიმბოლო – ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი, რის გამოც ჯერ დახვრეტა მიუსაჯეს, მერე, დახვრეტა ციხით შეუცვალეს, ბოლოს კი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეს…

ფილმის მთავარი თემა – ადამიანის ბრძოლაა რეპრესიულ სისტემასთან და რწმენის შენარჩუნება უკიდურესი ზეწოლის პირობებში. ფილმში ასახულია ბერი გაბრიელის წინააღმდეგ განხორციელებული დევნა, საბჭოთა კგბ-ს მხრიდან ფიზიკური თუ მორალური ზეწოლა, – დაკავება, პატიმრობა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება.

ფილმი წარმოგვიდგენს ადამიანს, რომელიც სისტემის მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ აიძულეს უარი ეთქვა საკუთარ რწმენასა და სულიერ გზაზე. წმინდა ბერი გაბრიელის როლს განასახიერებს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ზურაბ ავსაჯანიშვილი, ხოლო მის მთავარ ოპონენტს, კგბ-ს პოლკოვნიკს, ამავე თეატრის მსახიობი ვახტანგ ნოზაძე.

ფილმში მონაწილეობს ქართული კინოსა და თეატრის მსახიობთა ფართო შემადგენლობა: გიორგი ცაავა, ნოდარ ხუციშვილი, დავით დვალიშვილი, გივი სიხარულიძე, ქეთევან სვანიძე, ხატია მელქაძე, მალხაზ ქვრივიშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, გიორგი გურგულია, ტატო ჩახუნაშვილი, დავით დვალი, ბესო ბარათაშვილი, ბესო ზანგური, ბადრი გვაზავა, ბადრი ბეგალიშვილი, ზვიად დოლიძე და სხვები. ფილმი, რომლის დასრულებასაც სასამართლო ბრძოლა დასჭირდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები