LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრალი წაუყენეს თეიმურაზ გოგიაშვილს, რომელიც ელენა წერეთლის და მისი ქალიშვილის მკვლელობისთვის რუსეთში დააკავეს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

117
TASS

TASS-ის ინფორმაციით, თეიმურაზ გოგიაშვილს, რომელიც ელენა წერეთლის და მისი ქალიშვილის მკვლელობისთვის დააკავეს, ბრალი წაუყენეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილ მამაკაცს ბრალი წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის მკვლელობა ანგარების მოტივით) და 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორი ეპიზოდით (იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გამოყენება).

ადგილობრივი მედია წერს, რომ დაკავებულმა ბრალი აღიარა, მკვლელობის მოტივის დასადგენად კი გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავებმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადეს, რომ ორმაგი მკვლელობის მოტივი შესაძლოა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი ყოფილიყო.

„მან ორივე მკვლელობა აღიარა და თქვა, რომ ჯერ ავტოფარეხში გოგონა მოკლა, შემდეგ კი – მისი დედა“, – განაცხადა წყარომ.

ცნობისთვის, 3 ოქტომბერს, მოსკოვში, ერთ-ერთო საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ადამიანის სხეულის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მოკლული ქალი 1972 წელს დაბადებული ბიზნესმენი ელენა წერეთელი აღმოჩნდა, რომელიც ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლეა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი, საქართველო მოქალაქე თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს. მის ავტოფარეხში ელენა წერეთლის შვილის, დარიას ცხედარი აღმოაჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები