ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება დღის 14:23 საათზე და გაგრძელდება 24:00 საათამდე. ამ დროს ადამიანების ყურადღება და კონცენტრაცია უფრო დუნდება, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ამიტომ ამ პერიოდში მძღოლებსა და ქვეითებს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება მართებთ, რათა თავიდან აიცილონ ტრავმული და სახიფათო სიტუაციები.
დღის ზოგადი ტენდენციები:
დღის განმავლობაში მეტი ყურადღება მიაქციეთ ინტუიციასა და გააზრებულ მოქმედებებს. კონცენტრირდით უფრო აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე.
ახალი იდეები დაგეხმარებათ ძველი პრობლემების უფრო მარტივად გადაჭრაში და უკვე დაწყებული საქმეებიდან მეტი სარგებლის მიღებაში.
ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა გამოჩნდნენ შურიანი და მატყუარა ადამიანები, ამიტომ ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ.
პარტნიორულ ურთიერთობებში გაიზრდება სიხარულის გაზიარებისა და ერთმანეთზე ზრუნვის სურვილი.
დღე ხელსაყრელია საყიდლებისთვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, ახალი სამსახურის დასაწყებად და ახალი თანამდებობის დასაკავებლად. ასევე კარგია სამკაულების შეძენისა და ლატარიის ბილეთების ყიდვისთვის.
არ არის სასურველი ფინანსური ოპერაციების განხორციელება, საცხოვრებელი ადგილის ან ბინის შეცვლა, მცენარეების დარგვა-გადარგვა და მორწყვა. ასევე მოერიდეთ ცხოველებით ვაჭრობასა და ხელმძღვანელების კრიტიკას. დღეს არ არის სასურველი ყურების გახვრეტა. დღევანდელ სიზმრებს ნუ დაუჯერებთ.
ჯანმრთელობა:
დღე ეფექტურია თვალების, ვენებისა და ნერვული სისტემის სამკურნალოდ.
მოერიდეთ ნერვიულობას, ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, საუნას, სოლარიუმს და სიმძიმეების აწევას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულს.
დღეს სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი. ამ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციების ჩატარება, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სასურველი არ არის.
დღის მინერალები და ფერები:
მინერალებიდან გამოიყენეთ ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, სარდიონი და ქარვა. მათი გამოყენება ხელს შეუწყობს დადებითი ენერგიების მოზიდვას.
ტანსაცმელში უპირატესობა მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ლურჯ, ნარინჯისფერ და ბეჟ ფერებსა და ტონებს. ისინი თქვენს მიმზიდველობასა და შარმს გააძლიერებენ.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე დადებითია ლომის, სასწორის და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით ნეგატიური დღეა კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.
დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.