მომღერალმა თიკა ჯამბურიამ თავის პირველი ალბომი, სახელწოდებით „ჯეირანი“ გამოუშვა და ეს სასიამოვნო სიახლე სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარა.
„2000 წელს, როცა პირველად „ჯეირანი“ ვიმღერე, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.
პატარა თიკა, რომელიც სარკის წინ, სავარცხლით ხელში იდგა და საყვარელ მომღერლებს ბაძავდა, უცებ დიდ სცენაზე აღმოჩნდა. სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბურ კონკურსებში იმარჯვებდა, სტადიონებზე კი ათასობით ადამიანი მასთან ერთად მღეროდა… ასე დაიწყო ჩემი საოცნებო ცხოვრება.
ზუსტად ეს ცხოვრება მინდოდა. ზუსტად იქ აღმოვჩნდი, სადაც ყოფნაზეც ვოცნებობდი.
ჩემი პირველი ალბომი „ჯეირანი“ 9 წლის ასაკში გამოვიდა. მისი შესავალი სწორედ ეს ჩანაწერია — ჩემი პატარა ხმით მოყოლილი ნამდვილი ამბავი, რომელიც დღემდე ყველაზე კარგად მახსენებს, საიდან დაიწყო ყველაფერი.
დღესაც ისეთივე მეოცნებე ვარ. როცა ცაზე ვარსკვლავებს ვუყურებ, სულ ველოდები, როდის ჩამოვარდება რომელიმე, რომ კიდევ ერთი სურვილი ჩავიფიქრო… მერე კი მის ასახდენად ყველაფერი გავაკეთო
@vinylcafe_tbilisi მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი და დაკარგული ჩანაწერის დაბრუნებაში“, – წერს თიკა ჯამბურია.
