LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამაყი ვარ, რომ ჩემს ცოლს გიწოდებ“ – ნეფე-პატარძლის ცეკვა და საუკეთესო მომენტები სამდღიანი იტალიური ქორწილიდან – დამიანო დავიდი შთამბეჭდავი ფოტოების სერიას ავრცელებს

169
page

როგორც ცნობილია, 27 წლის იტალიელმა მუსიკოსმა, ჯგუფ Måneskin-ის ფრონტმენმა, დამიანო დავიდმა და 30 წლის ამერიკელმა მსახიობმა, დოვ კამერონმა იქორწინეს.

სულ ცოტა ხნის წინ დამიანომ „ინსტაგრამზე“ ქორწილიდან საუკეთესო კადრები გაავრცელა.

„ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეები. ამაყი ვარ, რომ ჩემს ცოლს გიწოდებ“, – ასე დაასათაურა ფოტოების სერია დამიანომ.  

ტოსკანური ზღაპარი, ისტორიული მამული და ოთხი განსხვავებული „ლუქი“ – უახლესი კადრები და დეტალები დამიანო დავიდისა და დოვ კამერონის იტალიური ქორწილიდან

ცერემონია იტალიაში, ტოსკანის რეგიონში, მონტალჩინოს მახლობლად მდებარე ისტორიულ მამულში, Castiglion del Bosco-ში გაიმართა. უძველესი რეზიდენცია თვალწარმტაცი ვენახებითა და ტოსკანური ლანდშაფტებით არის გარშემორტყმული. მამულის ტერიტორიაზე დღემდეა შემორჩენილი შუა საუკუნეების ნაგებობები და XII საუკუნით დათარიღებული ციხესიმაგრის ნანგრევები, რამაც ქორწილს განსაკუთრებული, ზღაპრული ატმოსფერო შესძინა.

ქორწილის ზეიმი სამ დღეს გაგრძელდა და რამდენიმე განსხვავებულ ღონისძიებას მოიცავდა. წყვილმა ჯერ მონტალჩინოს ისტორიულ მუნიციპალურ სასახლეში, ძველ დარბაზებში სამოქალაქო ცერემონია გამართა. მოგვიანებით სტუმრებისთვის ვენახებს შორის სადილი მოეწყო, მთავარი საქორწილო ცერემონია კი უძველესი ციხესიმაგრის ნანგრევებში ჩატარდა.

დღესასწაული საღამოს წვეულებითა და ცეკვებით დასრულდა, თუმცა სტუმრებს მანამდე კიდევ არაერთი შთამბეჭდავი დეტალი ელოდათ.

დოვ კამერონმა ქორწილის სამი დღის განმავლობაში ოთხი განსხვავებული „ლუქი“ მოირგო. მსახიობმა არჩევანი ისეთ ცნობილ იტალიურ და საერთაშორისო მოდის სახლებზე შეაჩერა, როგორებიცაა Giorgio Armani და Alberta Ferretti. მისი საქორწილო გარდერობის ნაწილი ასევე Valentino-სა და Roberto Cavalli-ის დიზაინით შექმნილმა კაბებმა შეავსო.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია სტუმრების სიამაც. როგორც მოსალოდნელი იყო, ქორწილს Måneskin-ის ყველა წევრი დაესწრო.

ჭეშმარიტად იტალიური ქორწილი ტოსკანაში – Måneskin-ის ფრონტმენმა, დამიანო დავიდმა და დოვ კამერონმა იქორწინეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები