კანიე უესტი მეუღლესთან, ბიანკა სენსორისთან და 13 წლის ქალიშვილთან, ნორთ უესტთან ერთად ლოს-ანჯელესში გამართულ საიუბილეო, რიგით მე-10 ComplexCon ფესტივალს დაესწრო.
ნორთი საზოგადოებაში შავი მაისურითა და ქვედაბოლოთი გამოჩნდა. მოზარდმა იმიჯი ლურჯი ნაწნავებითა და ეკლიანი დეტალებით გაფორმებული აქსესუარებით დაასრულა. 49 წლის რეპერმა და მისმა 31 წლის მეუღლემ კი ერთმანეთის მსგავსი, ტყავის შავი სამოსი შეარჩიეს. კანიე, ბიანკა და ნორთი ღონისძიებაზე ხელჩაკიდებულები გადაადგილდებოდნენ.
თუმცა, მიუხედავად ამისა, მედიაში აქტიურად წერენ, რომ ნორთს დედინაცვალთან ცუდი ურთიერთობა აქვს, მეტიც, მას ბიანკა სძულს.
„შეხედეთ ნორთის სახეს, ცოტაც და ხელს წააწყვეტს დედინაცვალს“, „თუ გამომეტყველებიდან ვიმსჯელებთ ნორთს ბიანკა არ უყვარს“, „ბიანკას აშკარადა არ სიამოვნებს ნორთთან ერთად გამოჩენა“, – არ წყდება კომენტარები.
„ბიჭები საერთოდ არ მაინტერესებს“ – ნორთ უესტის პირველი ინტერვიუ და კრიტიკის ქარ-ცეცხლი