რეალითი შოუს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა შვილების აღზრდის შესახებ ისაუბრა და გაამხილა, რომ ოთხ შვილზე ზრუნვაში მას ხუთი ძიძა ეხმარება. კიმის განცხადევბით, ძიძების ამ რაოდენობის მიუხედავად, ცდილობს, შვილებთან ყოველდღიური ურთიერთობა შეინარჩუნოს.
„ვფიქრობ, საშუალო სიმკაცრის მშობელი ვარ. ძალიან მომთმენი და მოსიყვარულე ვარ. თუ ბავშვს ჩემთან დაძინება უნდა, ამის უფლებას ვაძლევ. ყოველ საღამოს ბავშვებთან ერთად წიგნებს ვკითხულობ“, – ამბობს კარდაშიანი.
შეგახსენებთ, კიმს ყოფილ ქმართან, კანიე უესტთან, ოთხი შვილი ჰყავს, 13 წლის ნორთი, 10 წლის სეინტი, 8 წლის ჩიკაგო და 7 წლის ფსალმი.
„შეხედეთ ნორთის სახეს, ცოტაც და ხელს წააწყვეტს დედინაცვალს“ – უესტების ოჯახის უახლესი გამოჩენა

