„თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა“, – ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან” დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, „სამწუხაროდ, ძალიან გაურკვეველია იქ რა მოხდა”.
„თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა”,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ იმსხვერპლა. საუბარია ბაქტერია Yersinia pestis-ზე, რომელიც მე-14 საუკუნის მომაკვდინებელი პანდემიის მიზეზი გახდა.
„შავი ჭირი რუსეთში?“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე
