ევროპის მოსახლეობამ 10 საუკეთესო ავტომობილი შეარჩია. გამოკითხვა სტატისტიკური ონფორმაციების პორტალმა focus2move.com-მა ჩაატარა. ხმების რაოდენობით ათეულის სიას სათავეში გერმანული კომპანია Volkswagen ჩაუდგა.
ათეულში გერმანელები სამი ავტომობილით არიან წარმოდგენილები და ლიდერის პოზიციებს ერთდროულად ორი ავტომობილი Golf და Polo იყოფს. 2015 წლის მონაცემების ევროპის მასშტაბით გაყიდვების ლიდერი სწორედ ეს ორი მოდელი გახდა. ხოლო მეცხრე ადგილზე Volkswagen Passat მოხვდა. რომლის გაყიდვებმაც სულ რაღაც 188 191 ავტომობილი შეადგინა.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, შედეგით თავადაც გაოცებულნი არიან. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 2015 წელი გერმანული ავტომწარმოებლისთვის არც თუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა და თითქმის გაკოტრებამდეც კი მივიდა, ევროპის საუკეთესო ავტომობილებში 3 წარმომადგენლით მოხვედრა ნამდვილად დიდი წარმატებაა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ათეულში შედიან ისეთი ავტომწარმოებლები როგორიცაა Ford, Opel, Nissan და სხვა. თუმცა, როგორც ჩანს ევროპელებს ყველაზე სანდოდ სწორედ Volkswagen მიაჩნიათ.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილად Toyota Corolla იქნა დასახელებული, ხოლო ევროპის ლიდერი Volkswagen Golf, მსოფლიო ათეულში მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა და მეორე ადგილი Ford Focus-ს დაუთმო.
საერთო ჯამში ათეულის სია ასე გამოიყურება
პირველი ადგილი: Volkswagen Golf
მეორე ადგილი: Volkswagen Polo
მესამე ადგილი: Renault Clio
მეოთხე ადგილი: Opel Corsa
მეხუთე ადგილი: Nissan Qashqai
მეექვსე ადგილი: Peugeut 208
მეშვიდე ადგილი: Ford Focus
მერვე ადგილი: Skoda Octavia
მეცხრე ადგილი : Volkswagen Passat
მეათე ადგილი: Fiat 500