ნინი ბადურაშვილი „დილის ლაივის“ სტუმარი იყო. მომღერალმა მის ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაზე, „ფსოუს წყლის“ კლიპის გადაღებებზე ისაუბრა.
„ადამიანებს რომ ჰკითხო, ნინის რომელი სიმღერა იციო, ალბათ გეტყვიან „ფსოუს წყალს“, რომელიც ძალიან პოპულარული იყო. კლიპი სენაკის ბაზაზე გადავიღეთ, მაშინ ძალიან პატარა, 21 წლის ვიყავი. შემდეგ მოხდა ომი, კლიპში არიან ბიჭები, რომლებიც ახლა ცოცხლები აღარ არიან“, – ამბობს ნინი ბადურაშვილი.
